logo
ENG



პროკურატურა მზადაა შაქარაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში ომბუდსმენთან ითანამშრომლოს

14 ივლ 202014:08
3 წუთის საკითხავი
 
kwj013cvyjbj53u.jpg

საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, ნებისმიერ ეტაპზე ითანამშრომლოს სახალხო დამცველთან. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურის წარმომადგენლებს უკვე ჰქონდათ კომუნიკაცია სახალხო დამცველის აპარატთან.

პროკურატურაში ამბობენ, რომ ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს მიეცემათ საშუალება გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს.

შეგახსენებთ, რომ ომბუდსმენმა პროკურატურას გიორგი შაქარაშვილის საქმის მასალების გაცნობისთვის მიმართა


close დახურვა